ხელმოწერების შეგროვება ემიგრანტებმა ევროპის 14 ქალაქში დაიწყეს - "გირჩი" და "დროა"

05.12.23 11:40
ხელმოწერების შეგროვება ემიგრანტებმა ევროპის 14 ქალაქში დაიწყეს - "გირჩი" და "დროა"

საარჩევნო უბნების გასახსნელად ხელმოწერების შეგროვება ემიგრანტებმა ევროპის 14 ქალაქში დაიწყეს. ინიციატივა პარტია "გირჩს" და "დროას" ეკუთვნით. ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ ემიგრანტების ხმა ამ არჩევნებზე გადამწყვეტია, ამიტომ საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალქებში ითხოვენ, სადაც ხმის მიცემას ემიგრანტები წლებია  ვერ ახერხებენ.

როგორც კი კონკრეტულ ქალაქში 50 ხელმოწერა შეგროვდება ჩვენი ემიგრანტების მიერ, ეს ხელმოწერები გადაეცემა საელჩოს მოთხოვნით, რომ გაიხსნას საარჩევნო უბანი.

საქართველოს საკონსულოები არის ძალიან ცოტა ქალაქებში, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ვერ ახერხებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ წუთის მონაცემებით, აშშ-ში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ირლანდიაში, კანადასა და ბელგიაში, ჯამში 14 ქალაქში, ჩვენი ორგანიზებით უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება. თითოეულ ქალაქში, სადაც შეგროვდება მინიმუმ 50 ხელმოწერა, ჩვენი პროცედურებით, გაიზავნება წერილები შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში და  მოვითხოვთ საარჩევნო უბნების გახსნას".- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.