რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი თაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება
რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი, რომელიც საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში გაუჩინარდა, ნიჟნი თაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას ბრალი ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ტერორიზმის გამართლებაში ედებოდა. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა პროექტი „პირველი დეპარტამენტი“ იტყობინება.
მათივე ცნობით, შეპელიოვი რუსი ძალოვანების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ის მოტყუებით თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გადაიყვანეს, სადაც დააკავეს და ვალდიკავკაზში გაამწესეს.
აქტივისტს 10-დან 20 წლამედ პატიმრობა ემუქრება.
შეპელიოვის დოკუმენტები, მათ შორის, საზღვარგარეთის პასპორტიც საქართელოში დარჩა.