ირაკლი კობახიძე უნგრეთში გაემგზავრა - კიდევ ვინ არიან დელეგაციაში
ირაკლი კობახიძე უნგრეთში გაემგზავრა - პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ 15 დეკემბერს უკრაინის საკითხი დღის წესრიგიდნა უნდა მოიხსნას, რადგან ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას უნგრეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.