ვინ იპარავს ხალხის ფულს? - გახარიას გუნდი დამატებით განმარტებებს აკეთებს

05.12.23 13:16
ვინ იპარავს ხალხის ფულს? - გახარიას გუნდი დამატებით განმარტებებს აკეთებს

ვის გულისხმობდა ექსპრემიერი იმ 25 ოჯახში, რომლებიც მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ბიუჯეტს ითვისებს? - დამატებითი განმარტებები დღეს "საქართელოსთვის" წევრმა კახა ქემოლიძემ გააკეთა.

ოპზიციის წევრი ამბობს, რომ აღნიშნული ადამინები პრემიერთან და "ოცნების" ე.წ. პოლიტელიტასთან არან კავშირში. ქემოკლიძე ირწმუნება, რომ გახარიას პრემიერობის დროს, მსგავს კორუფციას ადგილი არ ჰქონდა, თუმცა ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რეალობა შეიცვალა. 

ამ გავლენიან ჯგუფებში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ღარიბაშვილთან, დაკავშირებულია "ქართული ოცნების" ე.წ. პოლიტელიტასთან, რომლებიც საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებისგან ფინანსურ დივიდენტს იღებს პარტიის ე.წ. შავ ყულაბაში და იმ ადამიანებთან არის დაკავშირებული, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არის მიწებებული ბატონ ივანიშვილთან. 

მაშინ, როცა ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, ისინი ასეთ ბოგინს ვერ ბედავდნენ, იმიტომ, რომ ჩამკეტები ვიყავით საბოლოო ჯამში და როგორც კი ეს ჩამკეტი მოიშალა, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და მივედით სწორედაც იმ რესურსამდე, იმ რეალობამდე, რაც 90-იანებში იყო საქართველოში, - ამბობს კახა ქემოკლიძე. 

გიორგი გახარია „ქართული ოცნების „ ლიდერებს დიდი  ფულის ქურდობაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის  და აანონსებს, რომ  მათ ვინაობას მალე დაასახლებს.

„ოცნების ლიდერებმა იმდენი მოიპარეს რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები" - ამბობს ექს-პრემიერი,  რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ პირველად ალაპარაკდა.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც გახარია "ოცნებას" ემუქრება. პირველი იყო როდესაც ივანიშვილის გუნდს გასამართლება დაუანონსა და ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდების ვინაობა მისთვის ცნობილია.