"დემაგოგია და არაფრისმთქმელი განცხადება" - ქადაგიშვილი გახარიას დაანონსებულ მხილებაზე
გიორგი გახარიას სკანდალურ განცხადებას, რომელმაც "ოცნების" მხილება დააანონსა, მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი "დემაგოგიას" უწოდებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ პარტია "საქართველოსთვისს" ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა აბრაზებს.
ეს არის ჩვეულებრივი დემაგოგია, როდესაც, მითუმეტეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკეთებს ასეთ ზოგად და არაფრისმთქმელ განაცხადებას. თურმე ამ ეკონონიკურ წინსვლაშ ქართული კომპანიები იღებენ მონაწილეობას. ზოგი მშენებლობაშია ჩართული, ზოგი სოფლის მეურნეობაში, ზოგი მრეწველობის თუ ტურიზმის თუ სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობებშია ჩაბმული. ამიტომ, ახლა ამას ვერ იტანენ და ამაზეა დიდი შეტევა გაჩაღებული. 20-25 ოჯახი... იქნებ 40-45 ოჯახია? აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ბუნებას ამ ჩვენი ოპოზიციის. საქართველოში ის, რომ ყველა ადამიანი ყველას იცნობს, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები არიან ერთმანეთთან მანკიერი წრით შეკრულები, - ამბობს ქადაგიშვილი.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების „ ლიდერებს დიდი ფულის ქურდობაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის და აანონსებს, რომ მათ ვინაობას მალე დაასახლებს.
„ოცნების ლიდერებმა იმდენი მოიპარეს რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები" - ამბობს ექს-პრემიერი, რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ პირველად ალაპარაკდა.
ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც გახარია "ოცნებას" ემუქრება. პირველი იყო როდესაც ივანიშვილის გუნდს გასამართლება დაუანონსა და ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდების ვინაობა მისთვის ცნობილია