10 ათასობით ოჯახი თუ 20-25-ად ოჯახად ელანდება გახარიას, ეს მისი პრობლემაა - მაჭარაშვილი

05.12.23 13:34
10 ათასობით ოჯახი თუ 20-25-ად ოჯახად ელანდება გახარიას, ეს მისი პრობლემაა - მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიას დაანონსებული მხილების გამო აკრიტიკებს. "ოცნების" დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გაცილებით მეტი ოჯახია, რომელთაც ეკონომიკური კეთილდღეობა აქვთ. მისივე მტკიცებით, ეკონომიკა ყოველწლიურად წინ მიდის და ხალხს ხელფასებიც ემატება. 

ის, რომ ყოველწლიურად ეკონომიკა წინ მიდის და ყოვეწლიურად 10-20%-ით ხელფასები ემატება ხალხს და ეს არის 10 ათასობით ოჯახი თუ 20-25-ად ოჯახად ელანდება გახარიას, ეს მისი პრობლემაა და კარგია. ასე თუ გააგრძელებს, ის ამომრჩეველიც აღარ ეყოლება, რაც ჰყავს დღემდე. პირველი პირი იყო და იქიდან გამოიქცა. რატომაც გამოიქცა, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და საზოგადოებამაც, სამწუხაროდ. ახლა ოპოზიციაშ გადავიდა და ამბობს, ხელახლა მომიყვანეთ პრემიერ-მინისტრად იმიტომ, რომ მერე კიდევ უფრო უარესები უნდა გავაკეთო, ვიდრე გავაკეთეო და ეს კინო უკვე ნანახი აქვს ხალხს და ზედმეტად ნუღარ შეიწუხებს თავს თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით, - ამბობს მაჭარაშვილი. 

გიორგი გახარია „ქართული ოცნების „ ლიდერებს დიდი  ფულის ქურდობაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის  და აანონსებს, რომ  მათ ვინაობას მალე დაასახლებს.

„ოცნების ლიდერებმა იმდენი მოიპარეს რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები" - ამბობს ექს-პრემიერი,  რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ პირველად ალაპარაკდა.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც გახარია "ოცნებას" ემუქრება. პირველი იყო როდესაც ივანიშვილის გუნდს გასამართლება დაუანონსა და ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდების ვინაობა მისთვის ცნობილია.