თუ გაჩუმდება, მეტ ხმას მიიღებს - მაჭარაშვილის "რჩევა" ხაზარაძეს

05.12.23 13:49
თუ გაჩუმდება, მეტ ხმას მიიღებს - მაჭარაშვილის "რჩევა" ხაზარაძეს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველი პარტია თავს ოპოზიციას სულ უფრო მეტად ესხმის. "ხალხის ძალის" ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის სამიზნე ამჯერად "ლელო" იყო.

მაჭარაშვილის მტკიცებით, მამუკა ხაზარაძეს სურს, მთელმა ოპოზიციამ მის ჭკუაზე იაროს.  მისი თქმით, სწორედ ის არის ქვეყანაში ყვეალზე დიდი ოლიგარქი, რომელიც რაც მეტს ილაპარაკებს, მეტ შეცდომას დაუშვებს.

ხაზარაძეს ჰგონია, რომ ის არის ყველაზე დიდი პარტია ოპოზიციაში და იმის ირგვლივ უნდა ტრიალებდეს მთელი მანდარინების ბაღები, იმიტომ, რომ ის არის ყველაზე დიდი ოლიგარქი. თან აღიარებს ამას. მე პირადად ამის მომხრე ვარ, რომ ოპოზიციამ და ყველამ იტრიალოს ხაზარაძის ირგვლივ, იმიტომ, რომ რასაც ამბობს ეს ადამიანი, იმდენ შეცდომას უშვებს. საერთოდ, რჩევა იქნება, თუ გაჩუმდება, უფრო მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ჩვენთვის სუბიექტურად კარგია, იმიტომ, რომ რასაც მეტს აკეთებს, მით მეტ შეცდომას უშვებს, - ამბობს მაჭარაშვილი.