„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი" - ელგუჯა ბაგრატიონის საგანგებო განცხადება
„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლების - მამა-შვილი რიჟვაძეების მიერ, რომლებიც ამხილეს ამ ადამიანებმა.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ბერკეტები დღეს „კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლებს მამა-შვილ რიჟვაძეებს აქვთ“.
„კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა სპორტსმენი, პატრიოტი ადამიანების, ძმები წულუკიძეების, გელა და ირაკლი ჭელიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი. ეს რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო კარგად იცის საზოგადოებამ. მაშინ, როდესაც ხელისუფლების ბერკეტები, რომელშიც არიან დღეს კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენლები მამა-შვილი რიჟვაძეები, რომელიც ერთი მთავრობის თავმჯდომარეა და მეორე პოლიციის მაღალჩინოსანი, ეცდებოდნენ ამ ადამიანების მოსყიდვას და თანაც ბიუჯეტის ფულით, ამხილეს ამ ადამიანებმა და ამის შემდეგ დაიწყო მათი დევნა, კლანურმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი და დატოვა პატიმრობაში, როგორც ჩანს ხელისუფლება არ აპირებს და არ ეგუება იმ რეალობას.” - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.