განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე ნოდარ ვაშაკიძეს ბრალდება წარედგინა

05.12.23 14:37
განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე  ნოდარ ვაშაკიძეს ბრალდება წარედგინა

განზრახ მკვლელობის მცდელობისა და პოლიციელის დაჭრის საქმეზე  ნოდარ ვაშაკიძეს ბრალდება წარედგინა. პროკურატურის ცნობით ბრალდებულმა 3 დეკემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზარალებულს (თეიმურაზ ანჯაფარიძეს) მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

გამოძიების ინფორმაციით,  დაპირისპირების შემსწრე პოლიციელებმა დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ბრალდებულს შეჩერებისკენ მოუწოდეს და სიტუაციის განმუხტვა სცადეს, რა დროსაც, ბრალდებული თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელსაც. (დაჭრილია 23 წლის პატრულ-ინსპეტქტორი - გიგი ოთიაშვილი) პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

 ნოდარ ვაშაკიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.