აფხაზებთან ერთად რესტორანში ვიყავით და ამის შესახებ ცენტრალურმა ხელისუფლებამაც იცოდა - ჯემალ გამახარია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ აფხაზებთან შეხვედრები სისტემატიურად იმართება. ჯემალ გამახარიამ ამის შესახებ თბილისში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე ისაუბრა.
გამახარია ამბობს, რომ ბოლო შეხვედრა აფხაზებთან რამდენიმე დღის წინ შედგა და ამის შესახებ საქმის კურსში ცენტრალური ხელისუფლებაც იყო.
დღე არ გადის, არ ჩამოდიოდნენ აფხაზები. რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე ვიყავი, რომელსაც ცხრა აფხაზი ესწრებოდა. შემდეგ ვახტანგთან [ყოლბაია] ერთად, რესტორანშიც ვიყავით აფხაზებთან, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ. ცენტრალურმა ხელისუფლებამ იცოდა ამის შესახებ და შემდეგ იმათაც შეხვდნენ ეს აფხაზები და კმაყოფილები დარჩნენ. ხშირია ასეთი შეხვედრები, კვირაში 2-3-ჯერ მაინც, – განაცხადა მან.
გამახარია ამბობს, რომ შეხვედრას “რიგითი აფხაზები” ესწრებოდნენ, რომელთაც აფხაზურ საზოგადოებაზე გავლენები აქვთ. მისი თქმით, იქაურ ხელისუფლებას არ იცნობს და არც კონფლიქტის მხარედ აღიარებს.