უნგრეთი არის ევროკავშირში ყველაზე ხმალამოღებული მომხრე საქართველოსი - მაჭარაშვილი

05.12.23 15:31
უნგრეთი არის ევროკავშირში ყველაზე ხმალამოღებული მომხრე საქართველოსი - მაჭარაშვილი

უნგრეთი არის ევროკავშირში ყველაზე ხმალამოღებული მომხრე საქართველოსი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, უნგრეთის პრემიერის ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველო არ უნდა ჩაერიოს, რადგან "ხალხის ძალის" ლიდერი ამბობს, რომ მათ შორის მოლაპარაკებები ყოველთვის პოზიტიურად სრულდება

უნგრეთი არის ევროკავშირში ყველაზე ხმალამოღებული მომხრე საქართველოსი და ეს დასტურდება არამხოლოდ საქართველოში მისი ვიზიტის დროს, არამედ უნგრეთში და ზოგადად ევროპაში პრემიერის ვიზიტების დროს. მისი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით არის მკაფიო, რომ მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, რაც შეეხება მის პოზიციებს ევროკავშირთან ურთიერთობებში, ესეც კარგად აქვს გათვითცნობიერებული მას და აქ ჩვენ ნუ ჩავერევით. მათ შორის მოლაპარაკებები ყოველთვის პოზიტიურად სრულდება და ახლაც დარწმუნებული ვარ ასე დასრულდება. საქართველოსთან მიმართებით ყველა ქვეყანას, მაგრამ განსაკუთრებულად პოზიტიური დამოკიდებულება, რა თქმა უნდა უნგრეთს გააჩნია,"-განაცხადა მაჭარაშვილმა.

ორბანის მუქარამ ევროკავშირის დღის წესრიგი შეცვალა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს იწყებს. რას დაუპირისპირებს პუტინის მეგობარი უნგრეთის პრემიერის  მოთხოვნას ევროკაშირი, ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ორბანი ევოკავშირში ერთადერთი ლიდერია, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ბლოკავს, ეს კი ავტომატურად საქართვლოზეც აისახება. "ქართული ოცნება" კი ორბანის კრიტიკას ვერ ბედავს, რადგან უნგრეთის პრორუსი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" ახლო მეგობარი და მეკავშირეა.