შეუშლის თუ არა ხელს ორბანთან მეგობრობა საქართველოს EU-ში გაწევრიანებას - რას ამბობს ქადაგიშვილი
სტატუსს ვიღებთ და რატომ გსურთ საუბარი იმაზე, თითქოს იმის გამო, რომ უნგრეთი ჩვენი მოკავშირეა, სტატუსს არ ვიღებთ?! - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრობლემა არც ევროკომისიის, არც ევროპული საბჭოს და არც უნგერთის მხრიდან არ არსებობს.
„ნუ აკეთებთ დასკვნას, რომ საქართველოსთვის რაიმე ცუდი იქნება - ცუდით აჟიტირებას ნუ ჩქარობთ! 15 დეკემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინ პრობლემა არ უდგას. რასაც ორბანი სვამს, სხვა ხასიათის პრობლემაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიენიჭოს. ერთია კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და მეორე - გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. თქვენ გინდათ ეს ორი საკითხი ერთმანეთს დააკავშიროთ, რათა ერთკვირიანი ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა გააჩაღოთ. უნდა შევეგუოთ, რომ ევროპა ყოველთვის ყველაფერში ერთსულოვანი არ არის - იქნებიან სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა პოლიტიკოსები, რომელთაც სხვადასხვა საკითხზე შეიძლება სხვა მიდგომა ჰქონდეთ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პრობლემა არც ევროკომისიის, არც ევროპული საბჭოს და არც უნგერთის მხრიდან არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ორბანის მუქარამ ევროკავშირის დღის წესრიგი შეცვალა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს იწყებს. რას დაუპირისპირებს პუტინის მეგობარი უნგრეთის პრემიერის მოთხოვნას ევროკაშირი, ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
ორბანი ევოკავშირში ერთადერთი ლიდერია, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ბლოკავს, ეს კი ავტომატურად საქართვლოზეც აისახება. "ქართული ოცნება" კი ორბანის კრიტიკას ვერ ბედავს, რადგან უნგრეთის პრორუსი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" ახლო მეგობარი და მეკავშირეა