თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვას შესძლებს, ეს მხოლოდ უკრაინას არ შეეხება - გოცირიძე

05.12.23 15:49
თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვას შესძლებს, ეს მხოლოდ უკრაინას არ შეეხება - გოცირიძე

თუკი ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვას შესძლებს, ეს მხოლოდ უკრაინას არ შეეხება და მთელი პაკეტი ჩავარდება, - ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ განიცხადა.

გოცირიძის თქმით, აბსოლუტურად ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ ორბანი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, როცა მთელი მისი ქმედებები აზიანებს და აჩერებს პროცესს.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ოდიოზურ ფიგურებთან მეგობრობა პრორუსული ხაზის გატარებას ნიშნავს.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირი ამ შანტაჟისტის ქმედებებს არ „გაჯეჯილებს“. საქართველოს ხელისუფლებას ამ ერთადერთ პოლიტიკურ ლიდერთან აქვს პოლიტიკური და სულიერი კავშირები. კიდევ ერთი პრორუსი სლოვაკეთში გაჩნდა - არ არის გამორიცხული სლოვაკებსაც დაუმეგობრდნენ, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უკრაინას არანაირი დახმარება არ უნდა გაუწიოს.

ორბანი პირდაპირ რუსეთის სურვილებს ასრულებს, ვაჭრობს ევროკავშირთან და მთლიანად ევროკავშირის გაფართოების პროცესს უშლის ხელს - ხელს უშლის მთელს პაკეტს, რომელშიც მოიაზრება საქართველო, ბოსნია ჰერცოგოვინა, ეკრაინა და მოლდოვა. თუ მან პროცესი შეაჩერა, მათ შოროს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი შეჩერდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ორბანის მუქარამ ევროკავშირის დღის წესრიგი შეცვალა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს იწყებს. რას დაუპირისპირებს პუტინის მეგობარი უნგრეთის პრემიერის  მოთხოვნას ევროკაშირი, ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ორბანი ევოკავშირში ერთადერთი ლიდერია, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ბლოკავს, ეს კი ავტომატურად საქართვლოზეც აისახება. "ქართული ოცნება" კი ორბანის კრიტიკას ვერ ბედავს, რადგან უნგრეთის პრორუსი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" ახლო მეგობარი და მეკავშირეა.