"ოცნებას" აწყობს ორბანის მსგავსი საბოტაჟის მომწყობი პირი, რომელსაც პროცესის ჩავარდნას გადააბრალებენ - კუპრაძე

05.12.23 16:16
"ოცნებას" აწყობს ორბანის მსგავსი საბოტაჟის მომწყობი პირი, რომელსაც პროცესის ჩავარდნას გადააბრალებენ - კუპრაძე

"ოცნებას" აწყობს, ორბანის მსგავსი საბოტაჟის მომწყობი პირი, რომელსაც პროცესის ჩავარდნას გადააბრალებენ - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კუპრაძის თქმით, მმართველი გუნდი კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის შესაძლებლობას ხედავს ორბანის გადაწყვეტილებაში და ამით, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ პასუხისმგებლობა ჩამოიშორონ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემთხვევაში.

დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება", რომელიც კრემლის და პუტინის ინტერესებს ემსახურება, ხედავს შესაძლებლობას კანდიდატის სტატუსის საბოტაჟის ორბანის გადაწყვეტილებაში, იმიტომ, რომ ამით, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ პასუხისმგებლობა ჩამოიშორონ, აი ჩვენი ბრალი არაფერი არ არის, ჩვენ კი არ შევასრულეთ და ვერ შევასრულეთ რეკომენდაციები, მარამ იქიდან, ევროპიდან მაინც ჩავარდა პროცესი. რა თქმა უნდა, ორბანი ამ თავის საბოტაჟში არ არის დამოუკიდებელი და ისიც ერთი ბატონის მიერ იმართება, რომელსაც ჰქვია პუტინი და "ქართული ოცნებაც" ამ მოცემულობით საზრდოობს. მათ აწყობთ და სჭირდებათ ევროპის მხარეს ორბანის მსგავსი საბოტაჟის მომწყობი პირი, რომელსაც პროცესის ჩავარდნას გადააბრალებენ",- ამბობს კუპრაძე.

ორბანის მუქარამ ევროკავშირის დღის წესრიგი შეცვალა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს იწყებს. რას დაუპირისპირებს პუტინის მეგობარი უნგრეთის პრემიერის  მოთხოვნას ევროკაშირი, ეს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ორბანი ევოკავშირში ერთადერთი ლიდერია, რომელიც უკრაინის გაწევრიანებას ბლოკავს, ეს კი ავტომატურად საქართვლოზეც აისახება. "ქართული ოცნება" კი ორბანის კრიტიკას ვერ ბედავს, რადგან უნგრეთის პრორუსი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის და "ქართული ოცნების" ახლო მეგობარი და მეკავშირეა.