ძალიან ვაფასებ შენს ბრძოლას. ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა - სააკაშვილის წერილი ეძგვერაძეს

05.12.23 16:37
ძალიან ვაფასებ შენს ბრძოლას. ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა - სააკაშვილის წერილი ეძგვერაძეს

"ძალიან განვიცადე იმდღევანდელი თქვენზე თავდასხმა! ძალიან ვაფასებ შენს ბრძოლას.
ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა," - ამ წერლს მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ეძგვერაძეს უგზავნის.

სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ერთიანობა საჭიროა, რყევები კი მხოლოდ ოლიგარქისა და რუსეთის ინტერესებში შედის. 

ირაკლი ეძგვერაძეს
ძვირფასო ირაკლი
ძალიან განვიცადე იმდღევანდელი თქვენზე თავდასხმა! ძალიან ვაფასებ შენს ბრძოლას.
ჩვენ როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. ყოველგვარი რყევები მხოლოდ ოლიგარქის და რუსების ინტერესშია, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს დაგვაკლებს და გამარჯვება ქართველ ხალხს დარჩება.
მე ამ ბრძოლაში ვარ თქვენთან ერთად ბოლომდე.
მიხეილ სააკაშვილი," - წერს სააკაშვილი წერილში.