ემიგრანტების ხმა არჩევნებზე -"ოცნება" აანონსებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბნები არ არსებობს, არც გახსნიან

05.12.23 17:21
ემიგრანტების ხმა არჩევნებზე -"ოცნება" აანონსებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბნები არ არსებობს, არც გახსნიან

"ქართული ოცნება" ემიგრანტებს ხმის მიცემის უფლებას უზღუდავს - მმართველი პარტია აანონსებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც საარჩევნო უბნები არ არსებობს, არც გახსნიან. ამ გადაწყვეტილებით კი საქართველოს ათასობით  მოქალაქე ხმის უფლების გარეშე რჩება, რადგან ევროპის ქალაქებში საარჩევნო უბნები მხოლოდ დედაქალაქებში იხსნება და იქ ჩასვლას ემიგრანტები სხვა ქალაქებიდან ვერ ახერხებენ.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, თუ ემიგრანტს არჩევნებში ხმის მიცემის სურვილი ნამდვილად აქვს, ოთხ წელიწადში ერთხელ დიდ ქალაქში ჩასვლაც უნდა მოახერხოს.

მთელი საარჩევნო პროცესი კანონის შესაბამისობით უნდა მიმდინარეობდეს. სადაც ეს იქნება უზრუნველყოფილი, იქ საარცევნო უბნის გახსნა მოხერხდება, სადაც ეს არ იქნება უზრუნველყოფილი და ვიღაცის ნება-სურვილზე იქნება, იქ კანონი ვერ იმოქმედებს და ვერ გაიხსნება. რატომ ვერ ერთვებიან, მივიდნენ დიდ ქალაქში, სადაც საკონსულოა, უნდა მოახრეხო თუ გაქვს სურვილი, ოთხ წელიწადში ერთხელ  ერთი დღე უნდა გამოყო, თუ ასეთი სურვილი გაქვს, მიხვიდე და შენი აზრი დააფიქსირო".- ამბობს ქადაგიშვილი.