არის დარგები, რომელსაც მთლიანად ივანიშვილი აკონტროლებს, ეკონომიკის ზრდის ნაღებს კი კლანი ითვისებს - გოცირიძე

05.12.23 17:24
არის დარგები, რომელსაც მთლიანად ივანიშვილი აკონტროლებს, ეკონომიკის ზრდის ნაღებს კი კლანი ითვისებს - გოცირიძე

არის დარგები, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი მაგალითად, რკინიგზა, ენერგეტიკა, გაზის სექტორი - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. 

გოცირიძის თქმით, კორუფცია ქვეყანაში გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც იყო, თუმცა შესაძლოა, მასშტაბები გაიზარდა. 

დეპუტატის თქმით,  ეკონომიკის ზრდის ნაღებს, ბიძინა ივანიშვილის კლანი ითვისებს: 

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ამბობს სიმართლეს, ეს სხვა საკითხია, იგივე თუნდაც ქვეყანა პრეტენზიაა, გახარიას პრემიერობის დროს იყო თუ არა მსგავსი შემთხვევები და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, იყო. შეიძლება, მასშტაბებმა იმატა. 
არის დარგები, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი მაგალითად, რკინიგზა, ენერგეტიკა, გაზის სექტორი. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების დიდი ნაწილი და ასე შემდეგ. ასე რომ სახელმწიფოს ძარცვის ფორმა არის ძალიან მრავალი. რა თქმა უნდა ეკონომიკის ზრდის ნაღებს, ბიძინა ივანიშვილის კლანი ითვისებს"- ამბობს დეპუტატი. 

გიორგი გახარია „ქართული ოცნების „ ლიდერებს დიდი  ფულის ქურდობაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის  და აანონსებს, რომ  მათ ვინაობას მალე დაასახლებს.

„ოცნების ლიდერებმა იმდენი მოიპარეს რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები" - ამბობს ექს-პრემიერი,  რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ პირველად ალაპარაკდა.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც გახარია "ოცნებას" ემუქრება. პირველი იყო როდესაც ივანიშვილის გუნდს გასამართლება დაუანონსა და ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდების ვინაობა მისთვის ცნობილია.