მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში - კობახიძე
"მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, როგორია მისი რეიტინგი", - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიაში როგორც ოპოზიციის წევრი ისე ჩაერთვება.
დღევანდელი სურათი სწორედ ამ ლოგიკას გვკარნახობს. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს, რაიმე წვლილი შეიტანოს წინასაარჩევნოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.