გიორგი გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - ანა წითლიძე

05.12.23 17:33
გიორგი გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - ანა წითლიძე

გიორგი გახარიას ძალიან ბევ კითხვაზე თავადაც პასუხი აქვს გასაცემი - განცხადება ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ გააკეთა. 

მისი თქმით,  კორუფციულ სქემაში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ააგო ყველა პრემიერს თავისი წვლილი მიუძღვის.

გიორგი გახარიას პრემიერობა ასევე გამოირჩეოდა ძალიან დიდი კორუფციული გარიგებებით. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. 11 წლის განმავლობაში ეს კორუფციული სქემა, რომელიც დღეს აწყობილი აქვს "ქართულ ოცნებას" ამაში ყველა პრემიერს თავისი წვლილი მიუძღვის. ვთვლი, რომ გიორგი გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი ამ მიმართულებით. თუ მას აქვს ეს ინფორმაციები, რატომ არის ამდენი ხანი ჩუმად და რატომ არ საუბრობდა ის ამ ყველაფერზე ღიად?!  - თქვა დეპუტატმა. 

გიორგი გახარია „ქართული ოცნების „ ლიდერებს დიდი  ფულის ქურდობაში ადანაშაულებს. ექსპრემიერმა თქვა, რომ მილიონები 25 ოჯახის ჯიბეში მიდის  და აანონსებს, რომ  მათ ვინაობას მალე დაასახლებს.

„ოცნების ლიდერებმა იმდენი მოიპარეს რომ შეშინებულები არიან როგორ დაიცვან ახლა მოპარული მილიონები" - ამბობს ექს-პრემიერი,  რომელიც ელიტური კორუფციის შესახებ პირველად ალაპარაკდა.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც გახარია "ოცნებას" ემუქრება. პირველი იყო როდესაც ივანიშვილის გუნდს გასამართლება დაუანონსა და ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიუჯეტის ქურდების ვინაობა მისთვის ცნობილია.