ლავროვი: "რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო პერსპექტიული ხდება"

05.12.23 19:16
ლავროვი: "რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო პერსპექტიული ხდება"

"რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო პერსპექტიული ხდება" - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. 

სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინსიტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებების დროს თქვა, რომ რეგიონული პლატფორმა 3+3 სულ უფრო ხელშესახები და პერსპექტიული ხდება.

ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ინიციატივა და ის სულ უფრო ხელშესახები ხდება. საუბარია სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაზე და მათ სამ მეზობელზე. ძალიან პერსპექტიული ფორმატია“, - თქვა ლავროვმა.

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს,- საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველო არ განიხილავს რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.