პოლიტიკური გადაჯგუფების შიში - „ოცნება“ ფიქრობს, რომ ოპოზიციას სათავეში პრეზიდენტი ჩაუდგება

05.12.23 20:00
პოლიტიკური გადაჯგუფების შიში - „ოცნება“ ფიქრობს, რომ ოპოზიციას სათავეში პრეზიდენტი ჩაუდგება

 

 

პრეზიდენტის და ოპოზიციის გაერთიანების შიშმა "ოცნებას" მოსვენება დაუკარგა. ირაკლი კობახიძემ აღიარა, სად ხედავს "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს. პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება, ამ პროცესების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. პარტიაში მიმდინარე მძიმე პროცესების უკან ირაკლი კობახიძე კონკრეტულ გეგმას ხედავს, რომელმაც სხვა ოპოზციური ძალები უნდა გააძლიეროს. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი გაყრის პროცესის მეორე სერია დაიწყო. პარტიის დატოვების შესახებ ბრიფინგები ზუგდიდსა და ჭიათურაში გაიმართა. პარტიაში დარჩენილებსა და წასულებს შორის კი ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა. მოქმედი წევრები პარტიიდან წასულ საკრებულოს წევრებს მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებენ. "ნაციონალური მოძრაობის" სახელით და სიით გასული დეპუტატები პარტიას ტოვებენ, თუმცა არცერთი მათგანი საკრებულოს წევრობაზე უარის თქმას არ აპირებს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.