დიდი მხილების სერია ექსპრემიერისგან - გიორგი გახარია „ოცნებას“ „სიურპრიზს“ უანონსებს
დიდი მხილების სერია ექსპრემიერისგან - გიორგი გახარიამ კარტების გახსნა დაიწყო. "ოცნების" მთავრობის ყოფილი მეთაური, ვინც ხელისუფლების შიდა სამზარეულო კარგად იცის, ელიტურ კორუფციაზე საჯაროდ პირველად ალაპარაკდა. გახარია ამბობს, რომ ზეპირად იცის იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ქვეყნის ბიუჯეტი გაძარცვა და ახლა მიტაცებული ფულის დაცვაზე არიან გადასულები. მეტი კონკრეტიკა ჯერ არ ყოფილა, თუმცა რაც არ თქვა გახარიამ, თქვეს მისმა თანაგუნდელებმა, რომლებმაც სავარაუდო კორუფციონერების წრე დაავიწროეს და ყველა, ვინც ხალხის ფულით გამდიდრდა, ღარიბაშვილთან კავშირში ამხილეს.
რა იქნება შემდეგ? გახარია ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასასწყისია და "ოცნებას" დიდ პოლიტიკურ სიურპირზებს უანონსებს. მთავრობის ყოფილი მეთაურიდან დაწყებულ მხილების სერიას კი სხვა წონა აქვს.
გახარია რიგითი ჩინოვნიკი არ ყოფილა. ის მთავრობას თითქმის სამი წელი ხელმძღვანელობდა და ყველაზე ყველაფერი იცის, ამიტომ კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდში დიდი თავისტკივილი დაიწყო. ახლა ყველა ელოდება, ვის დაადებს ხელს ხალხის ფულის მოპარვაში ყოფილი პრემიერი.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.