ორბანი ევროკავშირს აშანტაჟებს - რა ჩაიფიქრა ღარიბაშვილის მოკავშირემ?

05.12.23 20:13
ორბანი ევროკავშირს აშანტაჟებს - რა ჩაიფიქრა ღარიბაშვილის მოკავშირემ?

 

 

პუტინისა და ღარიბაშვილის მეგობარი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშანტაჟებს. ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი უკრაინის საკითხის დაბლოკვით იმუქრება. ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც პირდაპირ ითხოვს, რომ უკრაინის ნაწილი  დღის წესრიგიდან მოიხსნას. უნგრეთის ლიდერი ფიქრობს, რომ ომში მყოფ ქვეყანასთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი, ეს კი მარცხს გამოიწვევს.

რა ჩაიფიქრა ღარიბაშვილის ერთადერთმა მოკავშირემ ევროპაში?  თუ ევროპული საბჭო ორბანის შანტაჟს გაითვალისწინებს, ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხე  ემუქრება უკრაინას და მასთან ერთად საქართველოსაც.  ჯერ უცნობია რას დაუპირისპირებს ორბანის მუქარას ევროპული საბჭო, თუმცა უნგრეთის პრემიერის ულტიმატუმმა ევროკავშირში დღის წესრიგი უკვე შეცვალა. შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი ჩაშალა და ახლა მოლპარაკებებს ევროპელ ლიდერებთან მართავს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.