შოვის ტრაგედიის მსხვერპლები - სოფი და გიორგი ყარალაშვილები და დავით ბერიაშვილი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

05.12.23 19:25
შოვის ტრაგედიის მსხვერპლები - სოფი და გიორგი ყარალაშვილები და დავით ბერიაშვილი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

შოვის ტრაგედიის მსხვერპლები პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

ჯილდო სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული მოხალისეების ოჯახის წევრებს - დედებს გადასცა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. 

საქართველოს  პრეზიდენტმა მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა.