საჭიდაო ტატამი პალამენტში - უმზადებენ თუ არა ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის პოსტს გორის მერს?

05.12.23 20:21
საჭიდაო ტატამი პალამენტში - უმზადებენ თუ არა ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის პოსტს გორის მერს?

 

 

საჭიდაო ტატამი პარლამენტში - უმზადებენ თუ არა ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობას გორის მერს? ფედერაციის პოსტების გადანაწილებაზე "ოცნებაში" ომი დაიწყებულია. ფაქტია, რომ მოქმედ თავმჯდომარეს გეგა გეგეშიძის წყალს უყენებენ. კარტები სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. ირაკლი მეძმარიაშვილი ოპონენტებს ემუქრება, რომ ბევრი რამ იცის. ოლიმპიურ კომიტეტს კი ურჩევს, რომ კომპიუტერის კლავიშებზე კაკუნს თავი დაანებონ.

ეს შოთა ხაბარელის მისამართით გაკეთებული განცხადება იყო, რასაც მალე "ოცნების" დეპუტატებს შორის მწვავე დაპირისპირება მოჰყვა. ვინ ამღვრევს წყალს ჭიდაობის ფედერაციაში? - ამ თემაზე თავად მოქმედი თავმჯდომარე ღიად საუბარს ერიდება, თუმცა მოჭიდავეების ოჯახში დიდი არეულობაა. გეგეშიძის  წინააღმდეგ ცნობილი სპორტსმენი ლუკა კურტანიძე  უკვე გამოიყვანეს. არ არის გამორიცხული, ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები საკითხი დადგეს დღის წესრიგში.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.