დარჩებიან თუ არა ქართველი ემიგრანტები არჩევნებზე ისევ ხმის უფლების გარეშე?

05.12.23 20:39
დარჩებიან თუ არა ქართველი ემიგრანტები არჩევნებზე ისევ ხმის უფლების გარეშე?

 

 

დარჩებიან თუ არა ქართველი ემიგრანტები ისევ ხმის უფლების გარეშე? იმ ქალაქებში, სადაც უბნები აქამდე არ ყოფილა, არც ახლა გაიხსნება - ეს არის "ქართული ოცნების" პასუხი ოპოზიციის მოთხოვნაზე. ემიგრანტების მობილიზება არჩევნებზე ხელისუფლების მარცხის ტოლფასია, ამიტომ მმართველი გუნდი ყველა ინიციატივას ბლოკავს.

გადამწყვეტი ხმების მობილიზების კამპანია კი "დროამ" და "გირჩმა" დაიწყო. ევროპის 14  ქალაქში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. ეს ის ქალაქებია, სადაც ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილია თავმოყრილი, თუმცა წლებია ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.