ლევან ხაბეიშვილი ამ წუთებში ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმს ესწრება

05.12.23 19:59
ლევან ხაბეიშვილი ამ წუთებში ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმს ესწრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებიან.

ამ წუთებში პარტიის ლიდერები ვაშინგტონში პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმს, IDU-ს ფორუმში იღებენ მონაწილეობას. ფორუმს ასევე ესწრება პარტიის საერთაშორისო მიმართულების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე შეხვდა IDU-ს პრეზიდენტს სტეფან ჰარპერს.

ვიმყოფებით მსოფლიოში ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფორუმზე, რომელშიც 80-მდე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ გვქონდა უკვე მნიშვნელოვანი შეხვედრა სენატორ კრამერთან, ასევე გავაგრძელებთ ოფიციალურ შეხვედრებს. ამ ღონისძიებაზე დღეს განიხილება მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხები, ასევე საუბარი შეეხება ეკონომიკურ გამოწვევებს მსოფლიოში, ავტოკრატიების დასრულების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარონ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. დღეს ღონისძიება გაიხსნა, გაგრძელდება 6 დეკემბრის ჩათვლით და ჩვენ დამატებით ვაშინგტონში გვექნება ოფიციალური შეხვედრები," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.