ფარცხალაძე დაასანქცირეს, სხვა რა სარგებელი, რაც არის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტში, ჩვენ არ მიგვიღია, რატომ და ქოციანობაა - ცისკარიშვილი

05.12.23 21:45
ფარცხალაძე დაასანქცირეს, სხვა რა სარგებელი, რაც არის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტში, ჩვენ არ მიგვიღია, რატომ და ქოციანობაა - ცისკარიშვილი

"ვიღაც სუბიექტი დაასანქცირეს, სხვა რა სარგებელი და სიკეთეც არის ამ შავი ზღვის უსაფრთხოების აქტში, ჩვენ არ მიგვიღია, რატომ და ქოციანობაა,“ - ამ განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.

პეტრე ცისკარიშვილი აშშ-ის მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველომ სარგებელი ვერ ნახა ამ აქტით, რაც შეიძლება ასახულიყო ეკონომიკაზე. ერთადერთ შედეგად, ცისკარიშვილი რუსეთის აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას ასახელებს. 

ცისკარიშვილი ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და ლაზიკას ქალაქის მშენებლობაზე საუბრობს - "გაშენდებოდა ქალაქი, სადაც იქნებოდა ბრიტანული სამართალი, ეს ხედვა ჰქონდა სააკაშვილს".

ბიძინა ივანიშვილმა როგორ თქვა, რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაშიო? სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გასცა პასუხი ბატონ ივანიშვილს თავისი შავი ზღვის უსაფრთხოების აქტის მიღებით ჯერ კიდევ შარშან, წელს განახლებულ ვერსიაზე მუშაობენ, სადაც საუბარია შავ ზღვაში აშშ-ის და ნატო-ს ქვეყნების წარმომადგენლობის გაძლიერებაზე - რუსეთს არ უნდა დაეთმოს ეს რეგიონი, შავი ზღვამ, არა მხოლოდ ფლოტის და სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური კუთხით უნდა გაძლიერდეს ნატო და აშშ შავ ზღვაში, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ შავი ზღვის აკვატორია არის მისი ტბა. 
ამ აქტში საუბარია ენერგეტიკულ პროექტებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, სატრანსპორტო კვანძებზე, ვაჭრობაზე და ასევე რუსეთის მხრიდან ამ პროპაგანდისტული დეზინფორმაციის ნიაღვრის შემცირებაზე და ჩვენ რა ნაწილში შეგვეხო ეს შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, მხოლოდ ფარცხალაძის დასანქცირება შეიძლება ვთქვათ, რომ ამის გამოძახილია,“ - ამბობს ცისკარიშვილი.