საქართველოს მთავრობის უპრიანი ამოცანაა, ტვირთნაკადი მოიზიდოს - ცაგარეიშვილი

05.12.23 22:24
საქართველოს მთავრობის უპრიანი ამოცანაა, ტვირთნაკადი მოიზიდოს - ცაგარეიშვილი

„საქართველოს მთავრობის უპრიანი ამოცანაა, ტვირთნაკადი მოიზიდოს,“ - ეს განცხადება სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

პაატა ცაგარეიშვილმა საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას ახლა აქვს, ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს. პირველ რიგში, კი ცაგარეიშვილი თვლის, რომ მთავრობამ მეზობელი სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან უფრო მჭიდრო კავშირები უნდა დაამყაროს. 

რეალური შესაძლებლობა, რაც ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღმოვჩნდით არის ის მოცულობა, დაახლოებით 10-12 მილიონი ტონა ტვირთი, რომლის დამატებით მიღების შესაძლებლობა გამოჩნდა, ჩვენ მხოლოდ 4-5 მილიონი ტონა მოვიზიდეთ, პრაქტიკულად, 40-50 პროცენტით შევძელით იმ შესაძლებლობის ათვისება, რაც ამ ფანჯარამ მოგვცა, ეს არის დაახლოებით, 150 მილიონი დაკარგული შესაძლებლობა - პირობითად, ის ტვირთნაკადი, რომელიც ვერ მივიღეთ, ის ვერ მიიღო ბიზნესმა, ვერ მიიღო ბიუჯეტმა.
რეალურია დაისვას შეკითხვა, რატომ ვერ გამოვიყენეთ ეს გეოპოლიტიკური ეკონომიკური ფანჯარა - აქ სამი მიზეზი არის წინა პლანზე წამოსაწევი - დაუსრულებელი პროექტები, მათი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მეორე, საქართველო არ არის ჯერ მზად, რომ ევროკავშირთან ჰქონდეს კავშირებადობა, მეასე ადგილზეა საქართველო ამ კავშირებადობის თვალსაზრისით. 
როგორ შეიძლება ვისაუბროთ ინტეგრაციაზე ევროკავშირთან, როდესაც მხოლოდ 1200 ნებართვა, ასეთი ნებართვაა, რომელიც ტრაილერს ეძლევა რომ გავიდეს ევროკავშირში, 1200 ნებართვა მთელ ბაზარზე, ამის გარდა მას ნახევარი მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებები უნდა ჰქონდეს ჯამში, რომ მიიღოს ეს ნებართვა, წარმოიდგინეთ 1200 ნებართვის შემთხვევაში, რა რთულ პირობებზეა ქართველი გადამზიდავი, რომელიც ვერ აღწევს ევროპულ სივრცეში და ამიტომ ის მოტრიალდება და ეძებს გზად რუსეთში წასასვლელად. როდესაც 5 წლის წინ 1000 ნებართვა იყო რუსეთის მიმართულებით, დღეს უკვე 40 ათასამდე ავიდა, შესაბამისად, ეს კავშირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია.
მესამე არის, საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობა, ამ კონკურენტუნარიანობაში მოიაზრება ის, რომ დაბალია სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს შორის გარკვეული კოორდინაცია,“ - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.