გადამწყვეტი არჩევნების სამართლიანად ჩატარება - აშშ-ს სახდეპის მაღალჩინოსანი ოპოზიციას შეხვდა
ამერიკის სახელმწიფო დეპრტამენტის მაღალჩინოსანმა დილიდან ოპოზიციასთან მოლაპარაკეკები დაიწყო. გადამწყვეტი არჩევნების წინ შეერთებული შტატების გავლენიანი მაღალჩინოსანი ჯერ პრემიერს შეხვდა, შემდეგ კი შეხვედრა ოპოზიციასთან გამართა.
"ბევრი დამკვირვებელი არჩევნებზე და მეტი კონტროლი რომ "ქართულმა ოცნებამ" ხალხს არჩევნები კიდევ არ მოპაროს - ეს იყო ოპოზიციის მთავარი სათქმელი ამერიკელი მაღალჩინსონისთვის.
შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსები "პირველებთან" იმ საკითხებზე საუბრობენ, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორთან განიხილეს.
რაც ჩვენ განვიხილეთ ჩვენს უახლოესი სტრატეგიული პარტნიორის წარმომაგენელთან ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების პროცესი, რომ არ განმეორდეს ის საძაგლობა რაც ჩაიდინა "ქართულმა ოცნებამ" 2020 და 21 წელს. კონკრეტული ფაქტები არის ამასტან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ, რომ უკვე არსებობს ტენდენცია, რომ ისინი გაიმეორებენ იგივე მეთოდებს, რასაც იყენებდნენ წინა წლებშ. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-ს მხრიდან დიდი რაოდენობით გრძელვადიან დამკვირბლებს, დიდი მნიშვნელობა აქვს, "ქართულმა ოცნებამ" იცოდეს, რომ თუკი გაიმეორებს იგივე გაყალბების მცდელობებს, მაშინ ის ვერ მოახერხებს დააღწიოს თავი ძალიან კრიტიკულ შეფასებას, რომელიც არ მისცემს საშუალებას "ქართულ ოცნებას" რომ მოახინოს ლეგიტიმაცია უკანონო ჩატარებული არჩევნების, - ამბობს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გათვაისუფლების აუცილებლობასა და ემიგრანეტბისთვის ხმის მიცემის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების აუცილებლობაზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებზე შეიძლება იყოს საუბარი. ასევე, ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომლებიც სადღაც, მილიონზე მეტიც კი არის, მათი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციაზე, - ამბობს გიორგი ბარამიძე.
ცნობილია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ოპოზიციას დაუსვა კითხვა, არსებობს თუ არა მათ შორის ერთობლივი მუშაობის რესურსი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოში უკვე ორი დღეა იმყოფება. ის ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს სწავლობს.