კალაძის სპეცოპერაცია ბულდოზერებით - აფრიკაში გვიან ღამით მოსახლეობას სახლები დაუნგრიეს

06.12.23 11:32
კალაძის სპეცოპერაცია ბულდოზერებით - აფრიკაში გვიან ღამით მოსახლეობას სახლები დაუნგრიეს

კახი კალაძის სპეცოპერაცია ბულდოზერებით - მერის სამიზნე ამჯერადაც აფრიკის დასახლება იყო, სადაც  მძიმე ტექნიკა სახლების დასანგრევად გვიან ღამით მიიყვანეს. დანგრეულია 33  საცხოვერებელი, გადარჩენილ ნივთებს კი ხალხი დილიდან შვილებთან ერთად ნაგრევებში ეძებს. სახლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ღამე მეზობლებმა გაათენებინეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ  მცირეწლოვანი ბავშვებით, ფაქტობრივად, საცხოვრებლის გარეშე რჩებიან. მერია კი ისევ იმუქრება - უკვე გადაწვეტილია, რომ უახლოეს დღეებში ტერიტორიაზე არსებული სხვა ნაგებობის დემონტაჟიც მოხდება.

იცოდნენ, როგორ ვაშენებდით, ჩემი ხელებით ავაშენე. დღეს ბავშვს დაბადების დღე აქვს, ასეთი დღე როგორ უნდა გაუთენდეს, 7 წლის ბავშვს! მითხარით, სად წავიყვანო ეს ბავშვი ახლა? წუხელ ისე კიოდა ბავში, გავგიჟდი ლამის! ვეღარ აწყნარებდა ხალხი. როგორ შეიძლება ასე, ერთი ბეწო ბავში ქუჩაში დატოვო?! ათასჯერ გადაამოწმეს, რომ მართლა არაფერი გამაჩნია, არ მაბადია. საიდან რა გავაკეთო ახლა არ ვიცი, ქუჩაში ვართ, ფაქტორბივად!, - ამბობს ერთ-ერთი მოსახლე. 

გაუსაძლის გაჭირვებაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც ასევე, სახლი დაუნგრიეს. 

ჯალათები, კრიმინალები, რანაირად მოვიდნენ აქ? ნასესხები ფულით ვაშენებთ  რაღაცა ქოხებს. სანაგვეზე ვართ მოსულები, აგერ, არე-მარეს გადახედეთ! ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს? ამ ნანგრევებზე თუ მოვედი, ესე იგი, მიჭირს, ხომ? გადაამოწმეთ მონაცემები, ნახეთ, რომ წლებია ვართ ქუჩაში! ბანკებმა სახლები წაგვართვეს. 30 კვადრატში 7 წული ვცხოვრობთ. ნასესხები ფულით ქვა-ქვაზე დავდეთ, - ამბობს კიდევ მოქალაქე.