„ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდება - კუპრაძე

06.12.23 12:02
„ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 1000 ლარი გახდება - კუპრაძე

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ლელო" პენსიას 1000 ლარამდე გაზრდის. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ირაკლი კუპრაძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა პარტიის ლიდერებმა უკვე დათვალეს. ოპოზიციის წევრი ირწმუნება, რომ ეს მიღწევადი რეფორმაა, თუმცა მოქმედ ხელისუფლებას ამის ნება არ აქვს. 

პენსია იქნება 1000 ლარი! პენსია შესაძლებელია იყოს 1000 ლარი და ეს არ არის საარჩევნო დაპირება, ეს რეალობაა! „ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება პენსიების 1000 ლარამდე გაზრდა. 

დღეს ქართველ პენსიონერს შესაძლებელია ჰქონდეს ღირსეული სიბერე. საქართველოში შესაძლებელია იყოს ევროპული პენსია - 1000 ლარის ოდენობით. „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა არის დათვლილი, არის შეფასებული და უკვე 2024 წლიდან შესაძლებელია პენსიების ზრდა, თუმცა კორუფციაში ჩაფლულ "ქართულ ოცნებას" არ ადარდებს მოქალაქეები და მათი ღირსეული სიბერე, ისინი ემსახურებიან პუტინს და ემსახურებიან მხოლოდ საკუთარ ჯიბეს.

საქართველოს ბიუჯეტის "ლელოს" ხედვით კორექტირების შედეგად და მეგა პროექტების ამოქმედებით, ასევე სწორი პოლიტიკით შესაძლებელია გამოთავისუფლდეს და მოზიდულ იქნას  შესაბამისი თანხები:


•    ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება/ამუშავება
•    ანაკლია - სითის მეგა პროექტი და შესაბამისი ინვესტიციები
•    ინფრასტრუქტურის სამინისტრო
•    აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის მოსაკრებლის გაზრდა.
•    შტატგარეშე თანამშრომელთა 80%-ის შემცირება (500 მილიონი ლარი იხარჯება)
•    სახელმწიფო შესყიდვების სამართლიანად ჩატარება
•    კორუფციასთან ბრძოლა და აღმოფხვრა
•    საერთაშორისო ინვესტიციები

ეს მარტივი სქემაა, ეს მიღწევადი რეფორმაა და ამას არ სჭირდება ბევრი ბუღალტერია, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება და ნაკლები ფულის მოპარვა სჭირდება ბიუჯეტიდან. ჩვენ ამას გავაკეთებთ, „ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება ღირსეული - 1000 ლარი. და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ დღეს პენსი არ იზრდება ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პასუხიმგებლობა და „ქართული ოცნების“ ლიდერების და წევრების კორუფციაში ჩაფლულობის ბრალია! - განაცხადა კუპრაძემ.