პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი მონაწილეობას უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ

06.12.23 12:07
პეტრე ცისკარიშვილი და დავით ხაჯიშვილი მონაწილეობას უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში ,,თავისუფლება და უსაფრთხოება" მიიღებენ მონაწილეობას“

7-8 დეკემბერს კიევში გაიმართება ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია ,,თავისუფლება და უსაფრთხოება", რომლის ორგანიზატორები უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისია. კონფერენციაზე მიწვეულები არიან და მონაწილეობას მიიღებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის დეპუტატი დავით ხაჯიშვილი.