ბათუმში ორი ადამიანი დაჭრეს
ბათუმში, 2 ადამიანი დაჭრეს - კრიმინალური შემთხვევა გვიან ტამით, "მაჭახელას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
TV25-ის ცნობით, დაჭრილებმა კლინიკა მალევე დატოვეს, რადგან მძიმე ჭრილობები არ აღენიშნებოდათ და მათ სიცოცხლეს საქმე არ ემუქრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.