შეუქმნის თუ არა ორბანი ხელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას? - რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

06.12.23 13:33
შეუქმნის თუ არა ორბანი ხელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას? - რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე

შეუქმნის თუ არა უნგრეთის პრორუსი პრემიერი ხელს ხელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას? - ორბანის შანტაჟმა ევროკავშირის დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა.

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ევროკომისიის რეკომენდაცია და ყოველგვარი შეფერხების გარეშე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

ჩვენთვის მთავარია, რომ ევროპულმა საბჭომ გაიზიაროს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, რომ ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს ამ რეკომენდაციის გაზიარება და დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუს. კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მაშინ, როდესაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული, პროდასავლური, პროქართული კოალიცია", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

პუტინისა და ღარიბაშვილის მეგობარი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშანტაჟებს. ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი უკრაინის საკითხის დაბლოკვით იმუქრება. ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც პირდაპირ ითხოვს, რომ უკრაინის ნაწილი  დღის წესრიგიდან მოიხსნას. უნგრეთის ლიდერი ფიქრობს, რომ ომში მყოფ ქვეყანასთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი, ეს კი მარცხს გამოიწვევს. 

თუ ევროპული საბჭო ორბანის შანტაჟს გაითვალისწინებს, ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხე  ემუქრება უკრაინას და მასთან ერთად საქართველოსაც.