2024 წლის არჩევნები და სტატუსის მხარდაჭერა - რაზე ესაუბრა მესამე სექტორი აშშ-ს სახდეპის მაღალჩინოსანს
2024 წლის არჩევნებს ამერიკის შეერთებული შატატები უპრეცედენტოდ დიდი რესურსით დააკვირდება - ეს იყო მთავარი გზვნილი, რომელიც არსამთავრობო სექტორთან შეხვდრაზე საქართველოში საგანგებოდ ჩამოსულმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღლჩინოსანმა გააჟღერა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ 2024-ის არჩნევნებს შტატები გამადიდებელი შუშით დააკვირდება, ეს ინტერესი კი არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ წინასაარჩევნო პროცესსაც უკავშირდება.
ცხადია, აშშ უჭერს მხარს, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას შეეხებოდა და ამ მოლოდინებს. მეორე მნიშვნელლოვანი თემა, ცხადია, იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ვიცით, რომ იქნება საერთაშორისო მისიები აშშ-დან და საუბარია, რომ იქნება გრძელვადიანი მისიები საკმაოდ დიდი. ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი და თუკი ჩვენ გვინდა, რომ არჩევნები შევაფასოთ დემოკრატიულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ეტაპი იყოს კარგად ჩატარებული. ისინი ჩამოვლენ უფრო არე, ვიდრე ეს არის საარჩევნო პერიოდი და შეხედავენ, ხომ არ ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა, მუქარა. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი, სამართლიანი პროცესი და ჩვენთან ამ თემებზე იყო საუბარი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სწორედ იმას ნიშნავს, რომ კონკურენტული გარემო უნდა იყოს და ყველა პოლიიტკურ ძალას შეეძლოს თანაბრად მიიღოს მონაწილეობა და თანაბარი კამპანია აწარმოოს, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ასევე, ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერაზეც ესაუბრეს.
ვთხოვეთ ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარაჭერა მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს საარჩევნო წელს. ვისაუბრეთ იმ მოლოდინებზე, რომელიც წინასარჩევნო პერიოდში შეიძლება გვქონდეს, მათ შორის, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, მასზე ზეწოლა. ყველა მხრიდან, ყველა მეთოდით დააკვირდებიან ამ არჩევნებს, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური.