ხობის საკრებულო ენმ-ს 10-მა წევრმა დატოვა
ხობის საკრებულო ენმ-ს 10-მა წევრმა დატოვა - როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა განაცხადა, დეპუტატებთან ერთად პარტია დატოვა ენმ-ის ხობის ორგანიზაციის 30-მდე წევრმა.
რაც შეეხება ხობის საკრებულოს, აქ ენმ-ს 11 წევრი ჰყავდა. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი მხოლოდ 1 რჩება.
ია ჯიშკარიანმა ამტკიცებს, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არაფორმალური მმართველობაა.
ცნობილაია, რომ ენმ-დან წასულები მანდატების დატოვებას არ აპირებენ.
მეტიც, მათი თქმით, ისინი ნიკა მელიასთან ერთად პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ, თუ ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ახალ პლათფორმას შექმნის.