"ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს, „ოცნებას“ საერთოდ არ სურდა კანდიდატის სტატუსის მიღება" - ვაშაძე
"ყველაზე ნაკლებად მჯერა, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს" - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ორბანი-კობახიძის შეხვედრას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ "ოცნების" თავმჯდომარე ქართულ ინტერესებს არ დაიცავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა ევროპას საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონოს.
ფაქტია და სამწუხაროა, რომ ორბანი ამ შემთხვევაში ნეგატიურ როლს თამაშობს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში. კონკრეტულად რა იქნება შინაარსი კობახიძესთან შეხვედრის, სამწუხაროდ, პროევროპული ოჯახის გაფართოების დიდი ინტერესი, „ქართულ ოცნებაშიც“ არ არის, მათ საერთოდ არ სურდათ კანდიდატის სტატუსის მიღება. ისინი ფაქტის წინაშე არიან, რომ მათმა რუსულმა დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა, დანარჩენს ვნახავთ, რაზე იქნება საუბარი. მთავარია, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, ყველანი ვიდგეთ ერთად.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივა არის 9 დეკემბერს ინიცირებული სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მძლავრი ხმა გავაგონოთ ევროკავშირს. ყველაზე ნაკლებად რისიც მჯერა ის არის, რომ კობახიძე ჩვენს ინტერესებს დაიცავს ამ რეალობაში“ - განაცხადა ვაშაძემ.