შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები გაერთიანდეს - კალაძე

06.12.23 14:34
შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები გაერთიანდეს - კალაძე

დედაქალაქის მერის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია გადადგება თუ არა სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ, თუმცა კახა კალაძე, "ოცნების" სხვა ლიდერების მსგავსად, ვარაუდობს, რომ "შეიძლება, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს".

მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, შესაძლო გაერთიანებას კრახს უწინასწარმეტყველებს და ამბობს, რომ ასეთ ერთობას "5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შესაძლებლობა არ ექნება".

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი იქვე ამბობს, რომ  ზურაბიშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

„შეიძლება რაღაც პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები გაერთიანდეს ამ ადამიანის ირგვლივ, შემოიკრიბოს. დავაკვირდეთ მოვლენებს და ვნახოთ, თუმცა არანაირი რესურსი და არანაირი შესაძლებლობა გამარჯვების, ან თუნდაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის მათ არ ექნებათ,“ - აღნიშნა კალაძემ.