ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ - ვაშაძე კალაძეს
"ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია" - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე თბილისის მერის განცხადებას, რომ ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკას არ იცნობს.
მისი თქმით, ევროპის დედაქალაქებში 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება, თუმცა სატრანსპორტო კოლაფსი არ იქმნება.
კახი, ახლა გზაში ვარ, მივემგზავრები აშშ-ში, ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე, ხმაც ცუდად ისმის თვითმფრინავში. ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე კი გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში. ევროპის დედაქალაქებში ამაზე 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება და დღეში საშუალოდ ცხოვრების 3 საათს საცობში არავინ ატარებს!" - განაცხადა ვაშაძემ