"ხელმოცარული" პრეზიდენტი ოპოზიციისთვის ერთადერთი ხავსია - მათიკაშვილი

06.12.23 15:20
"ხელმოცარული" პრეზიდენტი ოპოზიციისთვის ერთადერთი ხავსია - მათიკაშვილი

"ქართული ოცნების" წევრი დავით მათიკაშვილი საქართველოს პრეზიდენტს "ხელმოცარულად" მოიხსენიებს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ ეს ხელმოცარულობა ზურაბიშვილს ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაშიც გაჰყვება, თუმცა მისი თქმით, პრეზიდენტი ახლა ერთაერთი ხავსია, რომელსაც ოპოზიცია ეჭიდება. 

ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერები. თითქმის ყველა ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ჭრილში მოიაზრება, არის პოლიტიკური ქულების არმქონე, ძალიან დაბალი რეიტინგის მქონე. ოპოზიცია ცდილობს, რაღაც სახით ვინმე გაალიდეროს. ხელმოცარული პრეზიდენტი გადადგება და ოპოზიციის ლიდერი გახდება, რის იმედი აქვთ? ის ხელმოცარულობას მას იქ არ გაყვება და იქაც ხელმოცარული არ იქნება? ეს არის ის ხავსი, რომელსაც ოპოზიცია ეჭიდება, - ამბობს მათიკაშვილი. 

პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.

პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.