ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში - მაჭარაშვილი

06.12.23 15:25
ძალიან კარგი იქნება, თუ ამ უთავბოლო ოპოზიციას უთავბოლო ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში - მაჭარაშვილი

ზურაბიშვილის ლიდერობა ოპოზიციისთვის საკონტროლო გასროლა იქნება , - ამის შესახებ "ხალხის ზალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილის საუბრობს. მისი თქმით, პრეზიდენტი საკუთარ ფუნქციებში ვერ გაერკვა და ოპოზიციას, რომელიც ერთმანეთში ჩხუბობს, მეტადრე ვერაფერს გაუგებს. 

მე თუ მკითხავთ, ვარ ძალიან მომხრე, რომ ზურაბიშვილი იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი. ეს იქნება საკონტროლო გასროლა ოპოზიციისთვის. მე პირადად ეს ძალიან გამიხარდება, იმიტომ, რომ თავს და ბოლოს ის ვერ გაიგებს. ჯერ პრეზიდენტის ფუნქციები ვერ გაიგო, კონსტიტუციას არღვევდა და ოპოზიციაში, რომელიც ერთამანეთში ჩხუბობს, იქ რას გაარკვევს?, - ამბობს მაჭარაშვილი.  

პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ,  ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.

პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.