პუტინს უფლება არ უნდა მივცემთ აგრესიის პანდორას ყუთი გახსნას მთელ მსოფლიოში - ბლინკენი
პუტინს უფლება არ უნდა მივცემთ აგრესიის პანდორას ყუთი გახსნას მთელ მსოფლიოში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, კონგრესი უკრაინის დახმარებას თუ არ დაამტკიცებს, ეს პანდორას ყუთს გახსნის.
ბლინკენის თქმით, აუცილებელია, აშშ-მა უზრუნველყოს, რომ უკრაინამ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიოს, რათა რუსეთმა მარცხი განაგრძოს.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ განაგრძოს წარმატების მიღწევა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა განაგრძოს მარცხი. ამას თუ არ გავაკეთებთ, პუტინს უფლება ექნება, დაუსჯელად იმოქმედოს, რაც გახსნის აგრესიის პანდორას ყუთს მთელ მსოფლიოში. სხვა შესაძლო აგრესორები შეხედავენ, ისინი ისწავლიან ამ გაკვეთილს“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.