პრეზიდენტი უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით - პაპუაშვილი
"ქართული ოცნება" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს "საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში" ადანაშაულებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით პრეზიდენტი უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით.
მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ის განზრახ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ამიტომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია.
ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით და რამის გამორიცხვა ძნელი იქნება. რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში იმ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.