მაღალჩინოსნების სრულად აღჭურვილი სკვერი, მეზობლებს კი მხოლოდ პატარა ატრაქციონი

06.12.23 16:49
მაღალჩინოსნების სრულად აღჭურვილი სკვერი, მეზობლებს კი მხოლოდ პატარა ატრაქციონი

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორმა, აკაკი ბერიძემ საკუთარ ეზოში ისეთი სკვერი მოიწყო, რაც სამეზობლოში არაა. რეკრეაციულ ზოლში ტრენაჟორები, ატრაქციონები, განათებები, ონკანი, სკამები და ურნები დაამონტაჟეს. მიწის ზედაპირი კაუჩუკით დაფარეს. ტერიტორია კი რკინის დეკორატიული კონსტრუქციით შემოსაზღვრეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ajaratimes.ge ავრცელებს. 

ინფორმაციისთვის, ამავე ეზოში ცხოვრობს მეორე ძმა – რაულ ბერიძე, რომელიც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა.

მაღალჩინოსნების საცხოვრებლიდან დაახლოების 100 მეტრში, მეზობელი კორპუსის ეზოში მართლაც მოაწყვეს წინასაარჩევნოდ დაპირებული სკვერი, თუმცა ერთი განსხვავებით: აქ მხოლოდ საბავშვო ატრაქციონი დაამონტაჟეს. ტერიტორია კი დაბალი, იაფფასიანი მოაჯირით შემოსაზღვრეს.

ვრცლად ნახეთ ajaratimes.ge-ზე