გადაიდება თუ არა ისტორიული სამიტი ორბანის გამო - რას ამბობს ნატა საბანაძე
ისტორიული სამიტი საქართველოსთვის და უკრაინისთვის შესაძლოა, იანვრამდე გადაიდოს - მიზეზი პრორუსი ვიქტორ ორბანის დაანონსებული ვეტოა. "პირველებთან" ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი პროცესების ამ სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს.
ნატა საბანაძე ამბობს, რომ ახლა უნგრეთის პრორუსი პრემიერის რეპუტაცია ახლა ხაზზე დგას და არ ჰქონია, რომ მან უკან დაიხიოს.
შედეგი იქნება ის, რომ ძალიან წაადგება პუტინს. ერთის მხრივ, როგორც ავღნიშნე, ევროკავშირის ერთიანობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ და უფრო სერიოზულად გამოიყურება ეს პრობლემა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი რამდენიმე დღის წინ. რა თქმა უნდა, ბრიუსელის წრეებში იყო იმაზე საუბარი, რომ ეს არის ფულზე ვაჭრობა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააღიზიანა ორბანი, მისი რეპუტაციაც ხაზზე დგას ახლა და შეიძლება წავიდეს იმაზე, რომ მართლაც გაართულოს ამ სამიტის შედეგები. ყველაზე ცუდი არის ის, რომ გადაწყვეტილება შეიძლევა ვერ მივიღოთ 15 დეკემბერს და ეს საკითხი, რომელიც დგას 15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში, ალბათ გადავა იანვრის პირველის დღის წესრიგში. ეს ლოგიკური იქნება. ჩემი მოლოდინი არის, რომ ხო, ეს ასე იქნება, იმიტომ, რომ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაფართოება როგორც ასეთი, ევროკავშირის დღის წესრიგში დაბრუნდა უკრაინის გამო",- განაცხადა საბანაძემ.
პუტინისა და ღარიბაშვილის მეგობარი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშანტაჟებს. ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი უკრაინის საკითხის დაბლოკვით იმუქრება. ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც პირდაპირ ითხოვს, რომ უკრაინის ნაწილი დღის წესრიგიდან მოიხსნას. უნგრეთის ლიდერი ფიქრობს, რომ ომში მყოფ ქვეყანასთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი, ეს კი მარცხს გამოიწვევს.
თუ ევროპული საბჭო ორბანის შანტაჟს გაითვალისწინებს, ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხე ემუქრება უკრაინას და მასთან ერთად საქართველოსაც.