ბავშვი მამაზე (ივანიშვილზე) ეჭვიანობს - პრეზიდენტის მეგობრები კობახიძეს სიურპრიზებს უანონსებენ
რა შანსები აქვს პრეზიდენტს თუ ის ოპოზიციაში წავა? ანალიტიკოსების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა გახდა - ამ ფაქტს კი "ქართული ოცნება " წყობიდან გამოჰყავს. "პრეზიდენტის მზარდი რეიტინგით შეშინებული მართველი გუნდის ლიდერები ეჭვიანობენ " - ასე ფიქრობს ოლიგარქის ერთ დროს მარჯვენა ხელი გია ხუხაშვილი.
პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრები კი მმართველ გუნდს ზურაბიშვილს სახელით უფრო მეტ სიურპრიზს უანონსებენ და უთვლიან, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვთ.
გია ხუხაშვილის თქმით, ბავშვი, (კობახიძე) ბიძინა ივანიშვილზე ეჭვიანობს:
მათ შექმნილ ნეგატიურ მატრიცაში სალომე ზურაბიშვილის ადგილი არ ჩანს. ანუ, ისეთი ფაქტორი გაჩნდა მისგან, ასე რომ ვთქვათ, ნაკლებად კონტროლირებადი ფაქტორი, ბუნებრივია, ის (ბიძინა ივანიშვილი) ნერვიულობს, მაგრამ ორჯერ უფრო მეტად ნერვიულობს კობახიძე, რადგან ჰგონია, რომ ეს ისევ ბიძინას თამაშია. ბავშვი, რომ მამაზე ეჭვიანობას დაიწყებს, ამაზე უარესი ხომ არაფერი არ არის. ის შეიძლება ყველაფერზე წავიდეს. ეს არის შემთხვევა, როდესაც საუბრობს კეზერაშვილზე, მაგრამ გულისხმობს ბიძინას. ნუ ეჭვიანობ ირაკლი, დაწყნარდი, დამშვიდდი, ეს ბავშვი ბოდავს დიდი ხანია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.
პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.