დარწმუნდნენ ახლა, უნგრეთის კეთილგანწყობა რამდენად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა - პაპუაშვილი

06.12.23 17:44
დარწმუნდნენ ახლა, უნგრეთის კეთილგანწყობა რამდენად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა - პაპუაშვილი

მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ "ოცნების" მეგობარი პრორუსი ორბანის გამო დგება, საქართველოს ხელისუფლება უნგრეთის პრემიერს კრიტიკის ნაცვლად აქებს და მის გავლენებზე საუბრობს.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა ყველა დარწმუნდა, თუ რამდენად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა ორბანის კეთინგანწყობა.

მისივე განცხადებით, უნგრეთს მართალია აქვს კრიტიკული მიდგომები ზოგადად გაფართოების საკითხებზე, მაგრამ მას საქართველოს მიმართ მას აქვს პოზიტიური განწყობა.

ყოველი წევრის ხმა არის გადამწყვეტი და მგონი ჩვენი ოპონენტები სწორე ამაში უნდა დარწმუნდნენ ახლა, რომ უნგრეთის კეთილგანწყობა რამდენად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ყოფილა. ჩვენ გვესმის მხარდამჭერი გზავნილები უნგრეთიდან და ეს არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ოპონენტები მიხვდებიან, გადაიაზრებენ თავიანთ დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს უზრუნველყო, მათ შორის. უნგრეთს მართალია აქვს კრიტიკული მიდგომები ზოგადად გაფართოების საკითხებზე, ეს არ ეხება ცალკეულ ქვეყანას მაინცდამაინც. ალბათ ამიტომაც არის გარკვეული დისკუსია შიგნით. თუმცა, საქართველოს მიმართ მას აქვს პოზიტიური განწყობა და ეს შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ".- განაცხადა პაპუაშვილმა.

პუტინისა და ღარიბაშვილის მეგობარი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს აშანტაჟებს. ისტორიულ სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე, უნგრეთის პრემიერი უკრაინის საკითხის დაბლოკვით იმუქრება. ორბანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის, სადაც პირდაპირ ითხოვს, რომ უკრაინის ნაწილი  დღის წესრიგიდან მოიხსნას. უნგრეთის ლიდერი ფიქრობს, რომ ომში მყოფ ქვეყანასთან დაკავშირებით არ არსებობს კონსესუსი, ეს კი მარცხს გამოიწვევს. 

თუ ევროპული საბჭო ორბანის შანტაჟს გაითვალისწინებს, ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხე  ემუქრება უკრაინას და მასთან ერთად საქართველოსაც.