წარმოვიდგინე, რომ კობახიძეს ბოდვითი სიზმრები აქვს და რამდენს ინერვიულებს - ბესელია
წარმოვიდგინე, რომ კობახიძეს ბოდვითი სიზმრები აქვს და რამდენს ინერვიულებს - ამის შესახებ ეკა ბესელიამ მმართველი ძალის კომენტარების საპასუხოდ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის მეგობარი, ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერები ღელავენ პრეზიდენტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ეს ნერვიულობა გაუძლიერდებათ მაშინ, როდესაც არჩევნების ეტაპს მიუახლოვდებიან.
რატომ მეღიმება იცით, წარმოვიდგინე, რომ კობახიძეს ბოდვითი სიზმრები აქვს და შიშის გამო ხან რა ტიპის კონფიგურაციას მოხაზავს თავის გონებაში და ხან რას. ახლა წარმოვიდგინე, არჩევნებამდე ცოტა დრო კი არის დარჩენილი, მაგრამ რამდენი ვერსია შეიძლება, რომ გაუჩნდეს და რამდენს ინერვიულებს, ჯერ სად არის. "ოცნების" ლიდერები ღელავენ სალომე ზურაბიშილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და ეს ნერვიულობა გაუძლიერდებათ მაშინ, როდესაც არჩევნების ეტაპს მიუახლოვდებიან",- განაცხადა ბესელიამ.
პრეზიდენტის და ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ განცხადება გუშინ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, სად ხედავს სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ მომავალს.
პრეზიდენტის აქტიურობით შეშინებული ხელისუფლება ოპოზიციური გადაჯგუფების სცენარებს წერს: არჩევნებამდე 2 თვით ადრე ზურაბიშვილი გადადგება და დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას შეუერთდება.