რა არ აპატიეს და რას გადაჰყვა NAEC-ის ხელმძღვანელის თანამდებობა - დიდი წმენდა განათლების სამინისტროში

06.12.23 20:13
რა არ აპატიეს და რას გადაჰყვა NAEC-ის ხელმძღვანელის თანამდებობა - დიდი წმენდა განათლების სამინისტროში

 

რას გადაჰყვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - განათლების სამინიტროში დიდი წმენდა დაიწყო. ცენტრის დირექტორი გათავისუფლებულია. ოფიციალურად სოფიო გორგაძემ თავისი სურვილით დატოვა თანამდებობა. თუმცა ფაქტია, რომ გორგაძე პოსტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ანგარიში გამოქვეყნდა. სწორედ ეს დოკუმენტი არ აპატია მინისტრმა ამილახვარმა NAEC-ის ხელმძღვანელს. ანგარიშის მიხედვით განათლების სისტემაში სრული კოლაფსია. 2018 წლის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაურასებულია. 

15 წლის ასაკის მოსწავლეების უმრავლესობას წაკითხულის გააზრება უჭირს. მნიშვნელოვნად შემცირებულია მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონე. განათლების სამინიტრო თავის მართლების რეჟიმშია გადასული და სისტემაში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას კოვიდ პანდემიით ხსნის. საჯაროდ ამტკიცებენ, რომ მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა კვლევა რადიკალურად სხვა სურათს აჩვენებს - სისტემის კრახია. დიდი მხილების შემდეგ კი ამილახვარმა შური გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელზე იძია.

ვრცლად ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.